სპორტული ჟურნალისტი, დავით ბაკურაძე, სოციალურ ქსელში, კიდევ ერთ სახალისო ისტორიას აქვეყნებს:
“პარიკმახერთან” შევიდა ხილის გამყიდველი, როდესაც შეიჭრა თმა, ხილის გამყიდველმა ჯიბეში ჩაიყო ხელი “პარიკმახერმა” უთხრა:
– ფულს არ ავიღებ, შაბათობით უფასოდ ვმუშაობ
ხილის გამყიდველმა მადლობა გადაუხადა და წავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა ვაშლით, მსხლით და მანდარინით სავსე პარკით.
ცოტა ხანში “საპარიკმახეროში” შემოვიდა კონდიტერი, ისიც გაკრიჭა და მერე იგივე გაუმეორა “პარიკმახერმა”.
– ფულს არ ავიღებ, შაბათობით უფასოდ ვმუშაობ.
კონდიტერმა მადლობა გადაუხადა და წავიდა, თუმცა მალე დაბრუნდა ნამცხვრებით სავსე ყუთით.
შემდეგი კლიენტი იყო დეპუტატი მამუკა მდინარაძე, რომელსაც თმის შეჭრის შემდეგ იგივე უთხრა “პარიკმახერმა”, მდინარაძემ მადლობა გადაუხადა და წავიდა, თუმცა მალევე მოვიდა და თან მოიყვანა ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ვოლსკი, ნუკრი ქანთარია და ოცნების სხვა დეპუტატები
– დღეს უფასოდ კრიჭავს ბიჭებო, ბატონი ბიძინაც მოვა მალე…”
კომენტარები