უფლებადამცველი, ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“რაღაცას ვცდილობთ, ვწვალობთ, სტერეოტიპების შეცვლა გვინდა, ისედაც საშინლად უჭირთ სექსუალური ძალადობის მახვერპლებს საკუთარი სიმართლის მტკიცება და მერე გამოვა დიდი უფლებადამცველი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show და ქალს ეტყვის, მე რო გავეუპატიურებინე ვინმეს ასე კი არა ისე მოვიქცეოდიო, ეს როგორ გააბედინეო, ესე რატო არ ქენი და ისე რატო ქენიო, სხვანაირად მოქცეულიყავი და ეგ არ დაგემართებოდაო და ათასი მავნებლობა.
მერე კიდევ უკვირთ, შენ რომ იცავ, იმ ქალებს, რატომ არ ურჩევ ნანუკას შოუში მონაწილეობასო, რაღაცა ‘ლიჩნი ნეპრიაზნი’ გაქვს ეტყობაო და მთელ ამხელა სამყაროში ‘იმენნა’ ნანუკასი გშურსო.”
კომენტარები