საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, კონსტიტუციური პროექტის წარდგენა და ინიცირება რამდენიმე დღეში იგეგმება, ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა. კონსტიტუციური პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე შემცირება იგეგმება.
საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას კი, 113 დეპუტატის მხარდაჭერა. ამ დროისთვის, პარლამენტში 90 დეპუტატი ჰყავს „ქართულ ოცნებას”, ორი „მოქალაქეებს”, ოთხი „ევროპელ სოციალისტებს”. შესაბამისად, საარჩევნო ბარიერის დაწევისთვის საჭიროა სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა. კერძოდ, იმ პოლიტიკური პარტიების, რომლებიც ამჟამად, პარლამენტს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებენ. როგორ აპირებს მმართველი გუნდი ამის გაკეთებას, მით უფრო, რომ “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის თქმით, მოლაპარაკებისას სხვა პირობებზე იყო საუბარი და არც ის დაუჭერს მხარს 3 პროცენტიან ბარიერს – უცნობია!
დღეს მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი არის გათვალისწინებული.
კომენტარები