სს ფუდმარტი საქართველოში “სპარის” სავაჭრო ნიშნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მფლობელია და უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდის Spar International-ის გლობალური ოჯახის ნაწილს წარმოადგენს. კომპანია დღესდღეობით ყველაზე ფართომასშტაბიანი ქსელითაა წარმოდგენილი და აერთიანებს სპარის, იოლის და დეილის ბრენდების მაღაზიებს.
აბაშიძის 24 ნომერში “ფუდმარტის” რიგით მე-400 მაღაზია “სპარის” ბრენდის ქვეშ გაიხსნა, სადაც მომხმარებელს დახვდება მრავალფეროვანი ასორტიმენტი, სხვადასხვა ექსკლუზიური ბრენდისა და “სპარის” ბრენდით წარმოებული პროდუქტების დიდი არჩევანი, ასევე სააქციო ფასები თვის განმავლობაში 500-მდე პროდუქტზე, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავთ.
კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ფრანშაიზის უნიკალური პროექტი, რომელიც სპარის ქვეფრანშაიზისა და იოლის ფრანშაიზს გულისხმობს.
პროექტის მიზანია, ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და უცხოური გამოცდილების შემოტანით ქართული ბაზრის განვითარება, რაც ინდივიდუალური მცირე რითეილერების გადარჩენისა და განვითარების ყველაზე იოლი გზაა.
სს ფუდმარტს, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელითაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, წელსაც საკმაოდ ამბიციური განვითარების გეგმა აქვს, დაგეგმილია ქსელის კიდევ უფრო გაფართოება , განსაკუთრებით კი ფრენშაიზის კუთხით, რისი მიხედვითაც წლის ბოლოს შესაძლებელია “იოლის” ბრენდიც ვიხილოთ ლიდერების სიაში.
კომენტარები