პარტიის “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი “ტვ პირველის” ეთერში, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს, მათ შორის, „გირჩის“ შეთავაზებაზე:
„მიხეილ სააკაშვილი არ არის უფრო მნიშვნელოვანი პიროვნება, ვიდრე ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის მომავალი. ასეთ ჩანაცვლებებს აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები! ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს ორი ძირითადი მოთხოვნა – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ პოლიტპატიმრებიარ გვყავს, თუმცა სენატში ყველა იმაზე საუბრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა ქვეყნისდიდი პრობლემაა. „ოცნებამ“ ამერიკის სენატიდან გაიგო, რომ ქვეყანაში არსებობს ღრმა პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, არამარტო პოლიტიკური, არამედ უკვე რვა წელია, ვიმყოფებით კიდევ უფრო უარეს ეკონომიკურ კრიზისში, რაც იმით არის გამოწვეული, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მართავს ქვეყანას. თოჯინები ქვეყანას ვერ მართავენ!“
კომენტარები