დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ფანიაშვილი, “მთავართან” ამბობს, რომ სამსახურიდან განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკული სტატიების დაწერის გამო გაათავისუფლეს.
ფანიაშვილი დიდ ბრიტანეტში საქართველოს ელჩის თანაშემწე იყო. ამბობს, რომ სამსახურიდან მის მიერ გამოქვეყნებული სტატიების გამო გაუშვეს. საკუთარ მოსაზრებებს ის სხვადასხვა გამოცემაში აფიქსირებდა, რასაც ელჩის, სოფიო ქაცარავას მხრიდან ჯერ გაფრთხილება, შემდეგ კი სადამსჯელო ღონისძიება მოჰყვა. გიორგი ფანიაშვილი, ამბობს იმასაც, რომ სოფიო ქაცარავა, თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებას ასრულებდა.
საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ზალკალიანი განცხადებას არ აკეთებს.
მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა ხელოვნების კოდექსზე დაიწყო მუშაობა, არ არის გამორიცხული, საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური კოდექსის შექმნა ბრძანოს.
თავად ის ფაქტი, რომ თავისივე თანამშრომლების, დიპლომატების ასეთ სკანდალური განცხადებებს საგარეო საქმეთა მინისტრი არ მიიჩნევს საგანგაშოდ და არ აკეთებს საგანგებო განცხადებას, სავარაუდოდ, იმის მანიშნებელია, რომ მინისტრი სათანადოდ ვერ აღიქვამს ბრალდების სერიოზულობას!
კომენტარები