კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, “რადიო იმედის” ეთერში, ანიტა რაჭველიშვილს პასუხობს, უხსენებს მას ძველ განცხადებებს და თავისებურად “ხუმრობს”:
“ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე „გამასამართლა“ და „ციხეში ჩამსვა“. იმის მერე, „სასჯელს ვიხდი“. ეს ხუმრობით.
ასევე, საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ასევე, ქალბატონმა ანიტამ, Instagram-ზე თუ რომელიღაც სხვა ქსელში, გაასამართლა და ისიც „ციხეში ჩასვა“.
ქალბატონ ანიტას, რატომღაც, ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს, ან – უყვარს, მაგრამ ჩვენ არ ვუყვარვართ. ეს არც დასაძრახია, არც – შემაშფოთებელი. ეს ნორმალური პროცესია. ეს ჩემთვის პრობლემა არაა. ისინი ილაპარაკებენ იმას, რაც უნდათ, მაგრამ საზოგადოება თავად გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა – არა.”
რა თქმა უნდა, კოლონიაში სასჯელის მოხდა, არც ისე სახუმარო თემაა, მაგრამ, სავარაუდოდ, თეა წულუკიანი ჯაქეთის ციხეს გულისხმობს, იმ ქაჯეთის ციხეს, რომელსაც ასე ხშირად ახსენებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ჯერ კიდევ გუშინ, მინისტრი ამბობდა, რომ საწინააღმდეგო აზრს როცა მოისმენს, დაადგენს საიდან მოდის ეს აზრი, დღეს ამბობს, რომ ეს პრობლემაა არაა და ნორმალური პროცესია, ზეგ კიდევ სხვა არგუმენტი ექნება, ამასობაში, კულტურის კოდექსიც წამოეწევა, რომელიც, დიდი ეჭვი გვაქვს, თავად მას შეუქმნის პრობლემას, მისი განცხადებებიდან გამომდინარე.
კომენტარები