გადაცემა – “სხვა რაკურსი”:
გადაცემა მაქვს ძლიერ ქალბატონებზე, ქაბატონი ნუნუ არის პოლკოვნიკი და სნაიპერი – გია ჯაჯანიძე.
ნუნუ ჯეირანაშვილი:
-უძლიერესი სნაიპერი იყო პრიბალტიკელი, ვამბობდი, რა გახდა ეს ადამიანი ასეთი-მეთქი, გაწყვიტა ბატალიონი, ფოთოლივით იყო შეფუთული… დახლოებით ვიცოდი, სად უნდა ყოფილიყო, დავჯექი ხეზე. სამი დღე ვიჯექი ხეზე, მესამე საღამოს, იმანაც დამინახა და მეც დავინახე. მე იმით ვაჯობე, რომ ფეხზე ქამარი მივიბი და ტოტზე ჩამოვეკიდე… იმან სანამ დამინახა. მე უკვე ვესროლე.
გია ჯაჯანიძე:
-რომ უმიზნებდით, ფიქრობდით, რომ ადამიანი უნდა მოკლათ?
ნუნუ ჯეირანაშვილი:
-ომში რა დროს მაგის ფიქრია, არ გადამრიო, ჭიანჭველას არ მოვკლავ აქ რომ გავიარო…
გია ჯაჯანიძე:
-მოკალით?
ნუნუ ჯეირანაშვილი:
-მა რა ჯანდაბა ვქენი, მოვკალი, ჩიტივით დაეზღერთა დაბლა… ამოისუნთქა მერე ხალხმა, მიყვებოდნენ, ცეკვა დავიწყეთო…
ნუნუ ჯერიანაშვილი ჰყვება იმასაც, რომ ნაღმზე აფეთქების შემდეგ, სამი დღე ეგონათ მკვდარი…
ნუნუ ჯეირანაშვილი:
“რომ გაიგო პატრიარქმა ჩემზე, მიმიწვიეს, მივედი, პარაკლისი გადამიხადა, დამლოცა, წიგნი მაჩუქა, მომეფერა, იქ დავდე ფიცი, რომ იარაღს ხელს აღარ მოვკიდებდი და ტირის თოფისთვისაც აღარ მომიკიდია მერე ხელი”
კომენტარები