ჟურნალისტი, ქეთი ლომაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვინც გიორგი ჯაჯანიძესთან ახლობლობთ, გადაეცით, რომ დიდ აფიორაში ჰხვევენ. არავითარი სნაიპერი არ ყოფილა მისი სტუმარი ნუნუ ჯეირანაშვილი, იგი იყო ოჩამჩირეში, ერთერთ პოზიციაზე, შეიძლება კარგად ისროდა!!
ქალმა რომელმაც შეკითხვას, სად იბრძოდით, უპასუხა, ყველგან, მას არ უომია (ყველა პოზიციაზე ვერ იომებ!) ხეზე ფეხებით 48 საათი ჩამოკიდებული ადამიანი გადარჩენილი გინახავთ? 15 წუთი მაქსიმუმ, შემდეგ ტვინში სისხლი იქცევა და ადამიანი უბრალოდ იღუპება. ნაღმმა ფეხი მოგაძროს და იქ 2 დღე ეგდო, მერე გამოგიყვანონ და ფეხი მოგაკერონ რემბოა? მორგში სამი დღის მიცვალებულის გაცოცხლება თუ გსმენიათ ფანტასტიკის გარდა სადმე?
სულმნათი ირაკლი ამირეჯიბის ცხედრის გამოტანას რომ იბრალებს (მამუკა ლომაშვილის გადაცემაში ხატოვნად მოჰყვა) ირაკლი მხედრიონელი იყო და მისი ცხედრის გამოყვანის ოპერაციაში მონაწილეობდნენ: უშბას ჯგუფმა, გლდანის საძმო, ყვარელის მხედრიონი, აქ გახლავთ ამ ოპერაციის უშუალო მონაწილე ვაჟა ნოზაძე, ირაკლი ბელთაძე, ამჟამად საქართველოს ელჩი ინდოეთში, “წესრიგა”, კობა ლაგაზიძე (თუში), რომელიც გამოყვანის მეორე მცდელობის დროს დაიჭრა და საბოლოოდ მესამე მცდელობაზე ზემოთ ჩამოთვლილმა ბიჭებმა ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის ტექნიკის მეშვეობით გამოიტანეს ცხონებული ამირეჯიბის ცხედარი, და ყველაფერს რომ შევეშვათ ამ ყოველივეს ამსახველი კადრები არსებობს (როდესაც უკვე ცხედარი გამოიყვანეს, ამ ოპერაციის მონაწილე ყველა პირი დაფიქსირებულია კადრებში) და ბოლოს, როგორ შეიძლება არცერთი ნამდვილი მეომარი არ გიცნობდეს და არ ახსოვდე არსად ომში?
რაც შეეხება ქალბატონი ჯეირანაშვილის გენერლობას (ისე პოლკოვნიკიც არ არის) ეს წოდება მას 1 წლით აჩუქა, ქეიფის დროს კაზაკების არასამთავრობო ორგანიზაციის მეთაურმა კადინეცმა, ასევე ვეტერანთა სახელით შექმნილი პარტიის ხელმძღვანელის ბატონი გია ბერძენიძის თხოვნით, იმავე სუფრაზე.
(რისი ამსახველი კადრებიც ასევე არსებობს და მოგაწვდით, აუდიო მასალაში თავად კადინეცი ჰყვება ამ უხერხულ მომენტზე).
დოდო გუგეშაშვილის ნაომარის გადაფარვის უნიჭო (ჭკვიანურად მაინც დაერიგებინათ ქალბატონი ჯეირანაშვილი) მცდელობისთვის დასჭირდა მავანს ამ ქალის გამოგონება და ნუ გაერევა ბატონი ჯაჯანიძე ამ ბინძური აფიორაში. თუ მაინცდამაინც ნაომარი ქალების მოწვევა გნებავთ აგერაა დოდო გუგეშაშვილიც, ირინა გოგოსაშვილიც (14 წლის ვაჟთან ერთად წავიდა ომში) და სხვა მრავალი კიდევ. ნამდვილი სნაიპერის მოწვევა თუ გნებავთ, ბალტიისპირელი ქალბატონი ლაიმა მოიწვიეთ სნაიპერი, რომელიც ქართველების მხარეს იბრძოდა და ამჟამად რუსთავში ცხოვრობს, საკონტაქტო ინფორმაციას პირადად მოგაწვდით.
სხვათაშორის “გენერალი” ჯეირანაშვილი სასჯელს იხდიდა საბუთების გაყალბებისთვის (მცირე ხნით ვინაიდან სააკაშვილის ხელისუფლებასთან ითანამშრომლა, გამოუშვეს და ამ საქმეზე შემდგომ 2 ადამიანი იხდიდა სასჯელს) !
ვეტერანების თემა დამეთანხმებით ძალიან სესიტიურია და არ ღირს ნამდვილი მეომრების გაღიზიანება!
ორიოდე წლის უკან, ჟურნალში მავანის დავალების საფუძველზე ჩაიწერა ინტერვიუ ამ ქალთან, რასაკვირველია იმ ინტერვიუში მსგავსი სიყალბეები ისაუბრა, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ვეტერანებში. ჟურნალისტი, რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა ახალგაზრდა გოგონაა და ადვილად შეიყვანა შეცდომაში. ირაკლი ამირეჯიბი დაიღუპა ოჩამჩირეში, ანუარხოში 1993 წელს!”
კომენტარები