ახალციხეში, ურავლის გზაზე კლდე ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩახერგა. ფოტომასალას სოციალურ ქსელში თამუნა უჩიძე აქვეყნებს და წერს:
“აი, ეს ხდება ახლა ურავლის გზაზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ჯერ კიდევ 2019 წელს მოგმართეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად 150-ზე მეტი ადგილობრივის ხელმოწერით. ამჯერად მსხვერპლის გარეშე გადავრჩით, იმედია, ამის შემდეგ მაინც მოაგვარებთ ამ საკითხს შესაბამისად!”

კომენტარები