საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთა სიხარულიძე ავრცელებს.
„გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში გულო დევიძე. წუთია წუთისოფელი… კიდევ ერთმა ემიგრანტმა დატოვა სამზეო… კიდევ ერთხელ ჩაგვწყდა გული ყველას, ვინც მას იცნობდა… გულო დევიძე… გულო ხალისიანი, ნიჭიერი, სიკეთით სავსე, მშრომელი, თავდადებული დედა. ობლად დატოვა დედისერთა გიორგი… მოხუცი დედა…“ – წერს შოთა სიხარულიძე.
კომენტარები