საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩისთვის გულშემატკივრები დღეს 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. დღეს მეტრო და ავტობუსებიც გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებენ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფა-ს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს ჩაატარებს. პირველ შეხვედრაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვედეთთან დამარცხდა.
დღევანდელი მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები