თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარია.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინას გაუჩნდა.
კორპუსში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ადგილზე მეხანძრე მაშველების ექვსი ეკიპაჟია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
კომენტარები