გუშინ, 27 მარტს, ჯავახიშვილის ქუჩაზე 85 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობებიც ცივი იარაღით მიაყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, საკუთარმა შვილმა მოკლა.
ქალის მეზობლები აცხადებენ, რომ შემთხვევას სავარაუდოდ წინ კონფლიქტი უძღოდა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის ერთ-ერთ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
85 წლის ქალის შვილები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ საგამოძიებო უწყებამ გაათავისუფლა.
ისინი ამტკიცებენ, რომ მკვლელობა არ მომხდარა და ქალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
„აბაზანაში შევიდა, წაიქცა, ცუდად გახდა. ჩემმა ძმამ დამიძახა ნახე რა ხდებაო, შევედი დედაჩემი ძირს იყო და ვერ ავწევდი იმ სიმძიმეს გამოვაყვანინე ჩემ ძმას.
ხელ-ფეხი არ ჰქონდა შეკრული. დედა გარდაცვლილი არ გვეგონა, სასწრაფო გამოვიძახეთ. დედაჩემს სკლეროზი ჰქონდა, მეხსიერების დაქვეითება, შაქარი ჰქონდა მაღალი და სახსრებიც ტკიოდა“,-ამბობს გარდაცვლილის შვილი.
კომენტარები