იანვარში ხელმეორედ გადავიტანე კორონავირუსი და ბევრად უფრო მძიმედ ვიდრე პირველად!- ამის შესახებ მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როცა დრო მოვა აუცილებლად აიცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
“ახლაც მაქვს სუნთქვის და დაღლილობის პრობლემები და გემო და სუნი არ აღმიდგა! 6 თვეში როცა ანტისხეულები აღარ მექნება ალბათ კიდევ უფრო მძიმედ ვიქნები თუ კორონა შემხვდა ამიტომ ერთი სული მაქვს ვაქცინა გავიკეთო როცა ჩემი რიგი დადგება! ნუ ეთამაშებით ბედს და გაიკეთეთ ვაქცინა!“,- წერს ანიტა რაჭველიშვილი.
კომენტარები