მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის სამაშველო სამსახურმა დღეს დილით, დაახლოებით, 25 წლის გოგოს ცხედარი იპოვა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახურის უფროსმა ვაკო დუნდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ცხედარი იდენტიფიცირებულია.
კობი-გუდაურის გზაზე ზვავი 15 თებერვალს 12:00 საათიდან 13:00-მდე შუალედში ჩამოწვა. რუსი ტურისტების ოთხკაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში საძელის ქვედა ტერიტორიაზე სრიალებდა. ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ტურისტი დაიკარგა, სამი კი სტიქიის შედეგად არ დაშავებულა.
კომენტარები