რუსთავში შვილმა მამა დაჭრა. შემთხვევა XXI მიკრორაიონში მოხდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა 60 წელს გადაცილებული მამა ცივი იარაღით დაჭრა.
დაშავებულს ჭრილობა ფერდის არეში აქვს მიყენებული. პაციენტი „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაკავებულია.
მომხდარს შსს იძიებს.
კომენტარები