იაპონიაში, იოკოჰამას პორტში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე, კორონავირუსით კიდევ 70 ადამიანი დაინფიცირდა და ლაინერზე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 355-ს მიაღწია. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
აშშ-ს, კანადისა და ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღეს.
საკრუიზო ლაინერი Diamond Princess-ი, რომელიც კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაა და რომლის ბორტზეც 3,700 ადამიანი იყო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება.
კომენტარები