მოსკოვში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დანით შეიარაღებული კაცი ადამიანებს დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტებს ეკლესიის წინამძღვარმა განუცხადა, ტაძარში შეიჭრა კაცი, რომელსაც სათვალე და რეზინის ხელთათმანები ეკეთა. როდესაც წინამძღვარი და მისი თანაშემწე კაცთან მივიდნენ, მან დანა ამოიღო და ორი ადამიანი დაჭრა.
თავდამსხმელი დაკავებულია. შსს-ის ინფორმაციით, ის ლიპეცკის ოლქის 26 წლის მკვიდრია. დანაშაულის მოტივები ამ ეტაპზე უცნობია. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავამდყოფოში გადაიყვანა.
კომენტარები