გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,მთელი საქართველოსავით, მეც ლაჩარი გამოვდექი, ან ფეხებზემკიდია, ან ფბ-ლომი და ველოდები, რომ ვინმე მოვა და მიშველის, თორემ აბა ამდენს რა მათმენინებს? დავიჯერო, ერთი გურამ შარაძე აღარ დარჩა საქართველოში, რომ წამოდგეს და ყველას, შინ და გარეთ, სათანადო პასუხი გასცეს? დავიჯერო, ასეთი დაჩაჩანაკებულები ვართ, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა გვყიდის, დაგვცინის, გვატყუებს, ტერიტორიებს გვისხვისებს, თავზე გვიშვრება და ჩვენ? რას ვაკეთებთ ჩვენ თავის გადასარჩენად?
მეგონა, მამაჩემის მკვლელობის საქმეს თუ არ ვუღალატებდი, ამით სამშობლოს ვუერთგულებდი. მეგონა-მეთქი, რადგან უკვე აღარაფერი აღარ მგონია… კაცი, რომელიც პირად საუბრებში ამბობს ,,გამსახურდია როდის დამთავრდება ამ სამეგრელოშიო“, კაცი რომელიც ნაცებს ეუბნება ,,დაგამთავრებთო“ და მამალი ნაცების გარდა, უახლოეს გარემოცვაში არავინ ჰყავს, დღეს, გამსახურდიას საფლავთან გადაღებული ფოტოთი იწონებს თავს, ხოლო ხალხი სიამოვნებისგან ყმუის. დამიჯერებს ვინმე? არ დამიჯერებს. მე კიდევ მომწყინდა ეს ერთიდაიგივე – ჯერ ხბოს აღტკინებითა და ბღავილით ვინმეს ხელისუფლებაში მოყვანა, მერე გაანალიზება და ჩაქოლვა. ამ ჩაქოლვას ჩვენი სისხლი და ტერიტორიები მიყვება, თორემ ვინ ვის ემლიქვნელება და სამომავლოდ ვინ რა ადგილს ,,იზომავს“, რა ჩემი საქმეა?!
კომენტარები