ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს ზვიადის დაბადების დღეა, სურათზე მას უკან მოჰყვებიან ერთგული ადამიანები, ნ.შარვაძე და ტ.გელანტია. ზვიადის სახელის ხსენებას პირადად ვუკრძალავ კრიმინალებისა და პუტჩისტების თავშესაფარ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სახელად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჰქვია. მისი სახელის ხსენების არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ.
განვმარტავ, ნააგენტარი „ჟურნალიუგებისა“ და ნაპუტჩისტარების გასაგონად, დიახაც, როდესაც პარტიის სახეა სარიშვილი, დევი, ბუბა, ჟორიკა და ა.შ., ზვიადის სახელის ხსენება მათი მხრიდან არის უზნეობა და ამორალური. ეს არაა მარტო ჩემი პოზიცია, არჩევნებზეც გამოჩნდა“, – წერს გამსახურდია.

კომენტარები