მოძრაობა “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველო ვლადიმერ პოზნერის სასეირნო ადგილი ვერ იქნება.
“ქართული ოცნებისგან” მე ამის მოლოდინი არ მქონია, მაგრამ ყველა ნორმალური სახელმწიფო მსგავს შემთხვევაში, როდესაც რუსული სისტემის ნაწილი, რომელსაც ნათქვამი აქვს კონკრეტულად, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო და არ იქნება, უბრალოდ არ შემოუშვას საქართველოში. ჩვენ ეს გავლილი გვაქვს გავრილოვზე. ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას და იგივე გააკეთეს ახლა. ამიტომ, თუ სახელმწიფო თავის ფუნქციას არ ასრულებს და მონაწილეობას იღებს შეურაცხყოფაში, პლუს, პანდემიის დროს პოლიციის ესკორტით კომენდანტის საათის დარღვევით მოყავს საქეიფოდ ეს ჯგუფი, მაშინ მათ უნდა მიიღონ დისკომფორტი საზოგადოებისგან. ვერ იქნება ეს მისი დაბადების დღის აღნიშვნა. საქართველო, რომელსაც ის აყენებს შეურაცხყოფას, ვერ იქნება მისი სასეირნო ადგილი. და თუ სახელმწიფომ ეს არ უზრუნველყო, ჩვენ უზრუნველვყოფთ მაშინ ამას”
სამოქალაქო აქტივისტები სასტუმრო “ვინოტელთან” ვლადიმერ პოზნერისა და მისი 50მდე მეგობრის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.
კომენტარები