გუდაურში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, დავით ლოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ახლა მართვით სუნთქვაზეა. ქირურგი დაჭრილის მდგომარეობას მძიმეს უწოდებს.
შემთხვევა ე.წ. ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაჭრილიც საქართველოს მოქალაქეები, ადგილობრივები არიან.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის ჩამდენი პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები