აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული პოზნერის სტუმრობაზე წერს:
„სუნ ცზი ამბობს “ომის ხელოვნებაში” : – გამარჯვებული მეომრები ჯერ იგებენ ომს და მერე მიდიან ბრძოლაში, დამარცხებულები კი ჯერ ბრძოლას იწყებენ და მერე ამაოდ ეძებენ გამარჯვებას -.
ასეა. ომი ბრძოლის დაწყებამდე უნდა მოიგო, რადგან ყველაზე მძლავრი დემოტივატორი საკუთარი თავია და არა მტრის სიძლიერე. თუ საკუთარ უძლურებას დაძლევ, მტერიც დაიძლევა.
ფსიქოლოგიურად გვიგებენ რუსები. მოგვთხოვეს და ვაღიარეთ ახალი პოლიტიკური რეალობა.
აბა ვიომოთ? – აღშფოთდება კრებითი ბრძენი ქართველი.
აბა რა, უნდა ვიომოთ! – ვერ ეტყვის კრებითი, ვითომ მეამბოხე ქართველი. ვერ გაბედავს.
ჰოდა, ტკბილად ვუმასპინძლებთ მტერს. თავზე გადავყვებით. – დღეს სტუმარია ეგ ჩემი – თავსაც მოვიწონებთ. რატომაც არა, არ გავარტყით კონტექსტს? თავად მოგვერგოს თუ კაია …
კომენტარები