“ქართული მარშის” წევრი, გიორგი გაბედავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
144 ში რა ხალხი მუშაობს ? 6 საათია გორის ავტობანზე მანქანა დგას რომელიც საშვის გამო ვერ მოდის. ზუსტად 6 საათია ვცდილობთ საშვი გავაკეთებინოთ ამ ადამიანებისთვის, მანქანა გაუფუჭდათ გზაში და სანამ გააკეთეს მოვიდა კომენდანტის საათი. 6 საათია საშვს არ აძლევენ. მაშინ როცა მინისტრების ნაშები, შვილიკოები, ნათესავები მთელი ღამეები მანქანით დასეირნობენ, პორშეს ჯიპებით, უბრალო ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ!!! მალე გავასაჯაროვებ მანქანების ნომრებს და მფლობელებს, რომლებსაც საშვი კიარა, მანქანაც არ სჭირდებათ, მაგრამ აქვთ რადგან ვიღაცის რაღაც არიან. რეალურად ხალხს ვისაც სჭირდება გადაადგილება, მათ საშვს არ უკეთებენ!!! გადააზიარეთ მაქსიმალურად ეს პოსტი, ტიკარაძის პასუხისმგებლობაა ეს მარაზმი!!! მოგხედავთ!!!
ჟურნალისტებო, მოგიწოდებთ გააშუქოთ ეს ინფორმაცია, დაგაკავშირებთ იმ ადამიანებთან ვისაც არ უკეთებენ საშვს. პრივილეგიებით რატომ უნდა სარგებლობდეს ვიღაცის ნათესავი ან ნაშა ? როცა ადამიანებს სჭირდებათ და არ უკეთებენ საშვს!!!”
კომენტარები