საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იქნება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილმა მაჭავარიანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„ვანო მაჭავარიანი გადადგომას აპირებდა ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რამდენიმე თვე გაეგრძელებინა მუშაობა. მინდა, მას მთავრობის და ჩვენი გუნდის სახელით გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადოდა წარმატება ვუსურვო“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა.
მას ფინანსთა მინისტრის პოსტი 2018 წლიდან ეკავა.
კომენტარები