ისნის მეტროსადგურში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიცია და სასწრაფი-დახმარების ბრიგადები, რომლებმაც მას გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა დღეს დილით, 10 საათზე მოხდა. რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით მას გულსისხლძარღვთა პრობლემები ჰქონდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები