გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია. მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელი რობერტ ბარანი 11:0 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.
ევროპის დასრულებულ პირველობაზე მთლიანობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჩვენს ნაკრებს ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოუტანეს.
კომენტარები