მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა „ინსტაგრამის სთორიზე“ აქვეყნებს ვიდეოს და საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვიზიტს ეხმაურება:
„ვგმობ ყველანაირ ძალადობას და ახლა არ დამიწყოთ, შენ რომ იგინები ეგ ძალადობა არააო? ეგ პერფორმანსის ნაწილია. ძალიან კარგად დაწერა გიორგი ვაშაძემ, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და გარდა საქეიფო ადგილებისა, კიდევ რა უნდა დაინახოს სტუმარმა? რა მიღწევები გვაქვს? შვედი კაცი გავაქცუნეთ გიჟივით, გავაგიჟეთ. ახლა ის მიღწევა გვექნება, რომ ამ “ნაბოზვრების” გაბუნძულებით, გაუქმდება ჯავშნები რუსეთიდან, არადა, საქართველოს ტურიზმი დამოკიდებულია რუსეთზე. ლარის კურსის ავარდნასაც დაელოდეთ… ჭკუა ვერ ვისწავლეთ… ტურიზმის გარეშე დაღუპულები ვართ, ხალხო, იმიტომ კი არა, რომ მე მაქვს სასტუმრო, ერთი წელია არ მუშაობს, მაგაზე არ არის, უამრავი ხალხია დასაქმებული…”
კომენტარები