ნიკო მიქაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს დედაჩემის წამლისთვის შევედი აფთიაქში! 10 დღის წინ რაც წამლები ვიყიდე იგივე უნდა მეყიდა!
ჰოდა ზუსტად 10 დღის წინ ამავე წამლებში გადავიხადე 17 ლარი! დღეს ზუსტად იგივეში გადავიხადე 31 ლარი!
აი მე კი გავწყდები წელში და დედაჩემს წამალს არ მოვაკლებ, მაგრამ იმ მოხუცებმა რა უნდა ქნან, რომლებსაც შვილები ან სხვა ვინმე არ ყიდულობს? რა ქნან იმ პენსიონერებმა, რომლებმაც საკუთარი პენსია უნდა ამყოფინონ საკვებსაც, წამლებსაც და გადასახადებსაც? რა უნდა ქნან პენსიონერებმა, რომლებიც განწირულები არიან შიმშილისთვის და სიკვდილისთვის?
მარტო გინების სურვილი მიჩნდება! მარტო გინების! “
კომენტარები