გურამ დოჩანაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 82 წლის მწერალი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ დეტალებზე ამჟამად ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მწერალი კლინიკაში ორი კვირაა მკურნალობს.
გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: „სამოსელი პირველი”, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი”, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე”, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები” და სხვა.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
კომენტარები