რიონის ხეობაში, სადაც ადგილობრი მოსახლეობის ნაწილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, ორივე მათგანის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 173-ე კი — პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
შსს-ში აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან პოლიციაა მობილიზებული, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება.
კომენტარები