სამარადისოდ დარჩება ჩვენს გულში, – თბილისის მერი, კახა კალაძე კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ძნელია, როდესაც ემშვიდობები ყველასთვის საყვარელ ადამიანს; კიდევ უფრო ძნელია, როცა ეს ადამიანი კლასიკოსი, ქართული მწერლობის სინდისი და ნამუსია. დიახ, ჩვენ ყველას დაგვაკლდება კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა, უყვარდა ადამიანი, უყვარდა თავისი სამშობლო და შეეძლო ქართული გენია გაეტანა დიდ ასპარეზზე.
„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ – ჩვენი გურამ დოჩანაშვილიც ამ სიყვარულის ნაწილია. იგი სამარადისოდ დარჩება ჩვენს გულში”, – წერს კალაძე ფეისბუქზე.
გურამ დოჩანაშვილკი 82 წლის ასაკში, კორორონავირუსით დღეს გარდაიცვალა.
კომენტარები