მთაწმინდაზე, თუმანიანის ქუჩაზე კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მიტოვებულ შენობაში მოქალაქემ იპოვა.
ცხედარი შენობიდან უკვე გამოასვენეს. მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
კომენტარები