დღეს კათოლიკური სამყარო და სომეხთა სამოციქულო ეკლესიები აღდგომას აღნიშნავენ. აღდგომა იდღესასწაულეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ახალციხეში. სურბ სტეფანოზის ახალციხის რაბათის სომხურ მართლმადიდებელ ეკლესიაში საზეიმო ლიტურგიას მოძღვარი, თორგომ ვართანიანი უძღვებოდა.
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ტაძარში შეკრებილებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ მიულოცა და სომეხ თანამოქალაქეებს ბედნიერი აღდგომა უსურვა.
„წლევანდელი აღდგომა, სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში აღინიშნება, თავად რომის პაპიც სააღდგომო მიმართვას წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე წარმოთქვამს. თუმცა, ეს მაინც ვერ ანელებს ქრისტეს აღდგომით მოგვრილ სიხარულს – სწორედ ამგვარი განწყობა იყო თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, სადაც სააღდგომო ლიტურგიას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა“ – აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.
კომენტარები