ეგვიპტის დედაქალაქის, კაიროს ქუჩებში 18 მეფისა და 4 დედოფლის მუმიები გრანდიოზული ცერემონიით ჩაატარეს.
ფარაონების ოქროს აღლუმი – ასე ეწოდებოდა ღონისძიებას, რომელიც 3 აპრილს გაიმართა და რომლის დროსაც, ეგვიპტის მმართველების მუმიები ეგვიპტური მუზეუმიდან ეგვიპტის ცივილიზაციის ახალ ეროვნულ მუზეუმში გადაასვენეს.
ღონისძიებაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო დაცული.
რამსეს III (ძვ. წ. მე-13 საუკუნე), ამენჰოტეპ II (ძვ. წ. 1436 – ძვ. წ. 1412 წ.წ), დედოფალი ჰატშეფსუტი (ძვ. წ. 1503 — გ. ძვ. წ. 1480), მეფე მერნეპტაჰი (ძვ. წ. მე-13 საუკუნე), მეფე საპტაჰი (ძვ. წ. მე-12 საუკუნე)… ეს ეგვიპტის იმ ფარაონების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მუმიებიც კაიროს ქუჩებში ჩაატარეს.
კომენტარები