ლილოში, თენგიზ სტურუას ქუჩაზე აფეთქება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, დაშავებულია – ქალი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა. აფეთქებისას ის სახლში მარტო იყო.
„დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე არიან მეხანძრე-მაშველები და ელოდებიან მერიის შესაბამის სამსახურს, რომელიც კორპუსის მდგრადობას შეისწავლის“ – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
კომენტარები