ნორვეგიულ – თურქული კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ ახლად დანიშნულმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ, განაცხადა:
„დღეს „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც წინასამშენებლო სამუშაოებს ახორციელებენ, სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეები და იმ ადამიანთა მეზობლები არიან, რომლებიც პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. მათ და მათი ოჯახის წევრებს პროექტის მოწინააღმდეგეების სახელით უკავშირდებიან და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან. ჩვენ აუცილებლად გადავცემთ მსგავს ფაქტებს სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, ამ საკითხითაც დაინტერესდეს.
3 აპრილს სამშენებლო მოედანზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც, სამწუხაროდ, დრო ვერ გამონახა, შეხვედროდა „ენკა რინიუებლზის“ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმე თვეა, პროტესტის მონაწილეთა ერთი ნაწილის მხრიდან მხრიდან მუქარის ქვეშ იმყოფებიან.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროტესტის მონაწილეებს, დავიწყოთ კონსულტაციები ხეობის უკეთესი მომავლისთვის. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ „ენკა რინიუებლზი“ არ დაიწყებს ნამახვანი ჰესის ძირითადი ნაგებობების, მათ შორის, კაშხლის მშენებლობას, ვიდრე არ განხორციელდება ძირითადი კვლევების ვალიდაცია“
წყარო – 1ტვ
შეგახსენებთ, 30 მარტს ცნობილი გახდა, რომ “ნამახვანჰესის” კასკადის პროექტის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე გახდა, რომელიც იქამდე კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური დირექტორის პოსტზე საქმიანობდა.
კომენტარები