ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ, ლილოში, თენგიზ სტურუას ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა, დაიღუპა.
შუახნის ქალმა, აფეთქების შედეგად, მძიმე დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა, გზაში დაიღუპა. აფეთქება სწორედ მის ბინაში მოხდა.
კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე არიან მეხანძრე-მაშველები და ელოდებიან მერიის შესაბამის სამსახურს, რომელიც კორპუსის მდგრადობას შეისწავლის.
აფეთქებისას, ქალი სახლში მარტო იყო. ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
იმედინიუსი
კომენტარები