აშშ-ის საელჩო ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
“ხუთშაბათს, 1 აპრილს, საქართველოს წვრთნის ჯგუფის აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა 23-ე ბატალიონის ქართველ ჯარისკაცებთან ერთად წინასწარი განლაგების სწავლება ჩაატარეს.
სწავლება შეეხო M2 .50 კალიბრის ტყვიამფრქვევის უსაფრთხო და ეფექტიან გამოყენებას. დაახლოებით ორმოცდაათი ქართველი ჯარისკაცი გაიწვრთნა შეიარაღების სისტემით, რომლითაც ისინი აღიჭურვებიან ავღანეთში ნატოს გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიის შესრულებისას. ამ ღონისძიებამ კვლავ ერთხელ აჩვენა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო კავშირი.
საქართველოს სწავლების ჯგუფის ამერიკელი საზღვაო ქვეითი წვრთვნის 23-ე ბატალიონის ორ ჯარისკაცს M2 .50 კალიბრის ტყვიამფრქვევის გამოყენებაში.”
კომენტარები