“ალიას” ინფორმაციით, რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, დაჭრეს რუსთავის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია “ენმ”-ის წევრი, გიორგი მღებრიშვილი.
“ალია” დაუკავშირდა რუსთავის საკრებულოს, სადაც გვითხრეს, რომ რა წამს შეიტყვეს მომხდარის შესახებ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი პირადად დაუკავშირდა გიორგი მღებრიშვილს, რომელმაც უთხრა, რომ მსუბუქადაა დაშავებული და კამათი პირად საკითხს უკავშირდება.
როგორც შსს-ში „ალიას“ განუმარტეს, საქმე აღიძრა 117-ე მუხლით, რომელიც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები