გუდაურში მოკლული 28 წლის ბიჭი თამაზ გორთამაშვილია. ახალგაზრდა მამაკაცი, თბილისში ცხოვრობს. გუდაურში კი, სეზონური სამუშაოსთვის იყო ჩასული.
თამაზ გორთამაშვილს სამი ტყვია ესროლეს, რის გამოც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაპირისპირებისას დაშავდა 26 წლის დავით სეთურიძე, რომლის მდგომარება ამ დროისთვის უმძიმესია.
გუდაირში თამაზ გორთამაშვილს ბევრი იცნობდა. ის აქტიური სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა და სნოუბორდძე სრიალს ასწავლიდა კურორტზე ჩასულ დამსვენებლებს.
“თაზიკ… არ მჯერა და გელოდები ისევ, საიდანღაც მოხვალ და ისევ ისე თბილად გაგვიღიმებ… მიყვარხარ ძალიან, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული”
“თბილი და საყვარელი, ყველას რომ უყვარდა და ვიღაც ლაჩარმა არაკაცმა ტყვიით მოუსწრაფა სიცოცხლე” – წერენ გარდაცვლილის მეგობრები.
რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულს, 39 წლის მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით, ცხელ კვალზე, გუდაურშივე დააკავეს.
მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები