მსახიობი, ტელეწამყვანი, ია ფარულავა “რუსთავი2”-ის ეთერში ამბობს:
“რავიცი, ომი იყო და მიყიდეს ყველაფერი და…
ჩვენ ვართ დამოკიდებული ტურიზმზე. გააკეთეთ განცხადება, რა ფორმით უნდა შემოვიდეს ტურისტი… ხალხი ზის და ტურიზმის სეზონს ელოდება.
მრუსეთში აღმოჩნდნენ ძალიან კარგი ბლოგერები, ავრცელებენ, იღებენ, და ამბობენ, რომ ძალიან დაცულები არიან საქართველოში. ჩვენ, პატარა სასტუმრობი, 80 პროცენტი რუსეთზე ვმუშაობთ, გაგვიუქმდა 1-2 ჯავშანი, მაგრამ ის ჯავშნები არ იყო დადასტურებული და ასე რომ დიდად არ დაგვტყობია.
არ მაქვს კარგი მოლოდინი, მეშინია ამ ამბებს სანქციები არ მოჰყვეს და თუ მოჰყვება, რა ვქნათ, ამდენი გადაგვიტანია და გადავიტანთ.
აღარ გვინდა ამდენი ძალადობა, კვერცხი, მერცხი, შენ ესეთო, შენ ისეთო, რაღაცა სხვა მეთოდით უნდა დავიწყოთ ბროლა. ანწუხელიძემ მახსოვს, ყვეაფერი მახსოვს, მაგრამ არ ვიცი, რაღაცა უნდა ვქნათ…”
ია ფარულავასა და სტუდიაში მყოფ სტუმრებს შორის კამათი დაიწყო:
-რამდენი ტურისტი ყოფილა, რომელსაც არც კი გაუგია, რომ ომი იყო…”
-იქნებ გავაგებინოთ?
-ვაგებინებთ. ყველაზე დიდ ფულს რუსი ტურისტი ხარჯავს, რომ იცოდეთ… მე მყავს 2 ბარმენი, 2 ქართველი, ერთი არის გაქანებული პუტინისტი, მაისურიც ვუყიდეთ… მეორე არის აგვისტოს ომის ჯარისკაცი, ერთად არიან, არ ჩხუბობენ, კონფლიქტში არ არიან… არ ვჭამთ ერთმანეთს…
-აეროპორტიდან ჯერ იქ უნდა წაიყვანო, მავთულხლართები აჩვენო…
-რატომ უნდა წაიყვანო, გამაგებინე, ჩამოდის, რომ ფული დახარჯოს, გაეშვი რა…
-არ მინდა მაგათი ფული, ვიშიმშილებ…
-როგორ არ გინდა, გენაცვალე, უამრავი ხალხი ელოდება… გახსენით ეს ოხერი გზა, შემოუშვით ეს ოხრები და დახარჯონ ეს ფული, აღარ შემიძლია…
-თვითონ რუსები ამართ;ლებდნენ, ყოჩაღ, ღირსეული პასუხი გასცა საქართველომო…
-ახლა ვნახოთ ჩვენ რას მოვიფხანთ, ვნახოთ… ვინ ჩამოდის? ტურიზმზე ვზივართ, ხალხო, სახინკლე ვართ, აბა, რა ვართ?
-მე წელს ბათუმში ვიყავი, ასეთი სუფთა და ლამაზი ბათუმი არ მინახავს, რადგან არავინ იყო ქართველის გარდა. ფულის დახარჯვაც ვიცით, და ყველაფერიც ვიცით…
კომენტარები