ჟურნალისტი, გრინ ბარეტი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს: რეგულარი გალფზე (ყველაზე ფარჩაკი ბენზინი) 2.65
სოკარზე – უფრო მეტი…
………
ფასები არაადექვატურია შემოტანის ხარჯის, სოციალური მდგომარეობის, მოგების გონივრული პროცენტის და თუგინდა დოლარის დღევანდელი კურსის გათვალისწინებით იყოს, და იგი ერთადერთ მიზანს, – მთავრობასა თუ ბიზნესში მოკალათებული მდიდარი გარეწრების კიდევ უფრო გასკდომამდე გაძღომას ემსახურება საკუთარი სისხლის და ხორცის, ზუსტადაც რომ სისხლისა და ლუკმაპურის ხარჯზე…
სხვა ათას თვალხილულ მტკიცებულებათა გარდა, – 15 თეთრიანი ვითომდა კეთილი ნების ფასდაკლებები კმარა გარკვეულ დღეებში. ანუ იმდენად დიდ მოგებაზე მუშაობენ, რომ ეს 15 თეთრი არც კი ეტყობათ, – არა ბიჭო და კვირაში ერთი დღე ქველმოქმედებას ეწევიან, – სინამდვილეში ამ იაფფასიანი ტრიუკებით სხვა კომპანიებიდან კლიენტების გადმობირებას ლამობენ. სულ ესაა…
და კიდევ: განა ვინმე მიამიტს სჯერა, რომ გერმანიიდან ან კანადიდან შემოტანილი და აგერ ზაქათალადან გადმოტანილი (ისიც კახეთის მიწისქვეშეთიდან გადაქაჩული) ბენზინი ზუსტად ერთიდაიგივე ფასი ჯდება?!
თეთრი ძაფით ნაკერი მაფიაა… თან უფრო თალხი ძაფით შეკრების საჭიროებაც კი არა აქვთ, რადგან მათი მაკონტროლებელი ორგანოებიც, გამომკვლევ- გამომძიებლებიც და დამსჯელებიც, თავად არიან… ხოლო ოპოზიციას მარტო ის უნდა, როგორმე ესენი გადააგდონ დაკავებული ტახტებიდან და მერე თავად აკეთონ ზუსტად იგივე, როგორც ამას ამათ მოსვლამდე, ანუ მათივე გადაგდებამდე ბედნიერად აკეთებდნენ…
და ხალხს რა?!! – რასაც სტადიონზე სუდიაზე იძახდნენ ჩემ ბავშვობაში, – ის!…
ზეთი – 10₾
ტომატი – 10₾
მაკარონი 5₾
კარტოფილი……
შაქარი 3₾… – თან მალავენ, არ ყიდიან, კიდევ გაძვირებას ელოდებიანო…
ხო, ხო, – ხალხს ზუსტადაც ის, რაც წეღან ვიგულისხმე, – რადგან ეს ბანდიტები ციდან არავის ჩამოუყრია, ისევ ჩვენი წიაღიდან გამოვიდნენ და ჩვენ რომ ვიყოთ, – სამწუხაროდ ალბათ იგივეს გავაკეთებდით…
აკი ვბღავივართ კიდეც კუჭცარიელები და აჟიტირებული:
ბიძინას გაუმარ ჯოს!!!
მიშას გაუმარ ჯოს ჯოს!!!
რაც ხალხი, – ის მთავრობა, ოპოზიციაცა და ეგრეთწოდებული ბიზნესიც…
საბედისწეროდ მარტივი, ტრაგიკული მოცემულობაა…
…..
– რაამბავია კარტოფილი ლარ ნახევარი?!!!
– რავქნა ძმაო, ნახე დოლარი სად გავარდა!!!
…რა შუაშია… არადა რაღაცნაირი ბედნიერ-კმაყოფილი სახით მოგიგებენ ხოლმე… – დღეს ხომ რჩებათ ორი კაპიკით მეტი და ხვალის ხვალემ იცოდეს…
ხოდა რა გინდათ ახლა, ამან დღეში ორი ლარით მეტი მოგების ცდუნებას ვერ გაუძლო, თან უხარია რომ გღლეტს და – იმან ორი მილიონის საცდურს გაუძლოს?!
პრინციპი ერთი და იგივეა, მასშტაბებშია სხვაობა.
ამას ვამბობ…
/გრინ ბარეტი/”
კომენტარები