დღეს რუსთავის საკრებულოს დეპუტატი, “ენმ”-ის ფრაქციის წევრი, გიორგი მღებრიშვილი, საკუთარი სახლის წინ დაჭრეს.
შსს-ს განცხადებით, მათ უკვე დააკავეს მისი მეზობელი, რომელსაც ბრალი ედება მღებრიშვილის დაჭრაში – “ბრალდებულმა, (1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ) 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში თავის საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს – 1978 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – ნათქვამია ინფორმაციში.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები