ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მაჭავარიანი ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში დაზიანებებით გადაიყვანეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. კლინიკაში არც იმას აზუსტებენ უკვე დატოვა თუ არა ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა საავადმყოფო.
“სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით. ვერანაირ ინფორმაციას დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ“,- აცხადებენ კლინიკაში.
არსებული ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანი იმ დღეს, როდესაც მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, უკვე კლინიკაში იმყოფებოდა. ის დღეს არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობს.
კომენტარები