ქუთაისის მერიაში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე დააკავეს. მან ცოტა ხნის წინ შენობაში პოლიცია თავად გამოიძახა, რადგან აცხადებდა, რომ მერიის დაცვის თანამშრომლებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც დილით მერიის დაცვის თანამშრომლებმა ბუბა ჩივაძე ქუთაისის მერის ბრძანების საფუძველზე შენობაში არ შეუშვეს. მისი თქმით, დაცვის მხრიდან ძალის გადამეტების გამო ხელებზე დაზიანებები აქვს.
ჩივაძე მერთან შეხვედრას მოითხოვდა, თუმცა იოსებ ხახალეიშვილი ადგილზე არ იმყოფებოდა.
ბუბა ჩივაძე მერის კაბინეტში შევიდა და პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიყწო. ამ ფაქტის გამო სამართალდამცველებმა ჩივაძე ხახალეიშვილის კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, ხელბორკილები დაადეს და საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილში ჩასვეს. დაპირისპირების დროს ჟურნალისტი შეუძლოდ გახდა. ამ ეტაპზე უცნობია, გადაიყვანეს თუ არა ჩივაძე პოლიციის განყოფილებაში.
კომენტარები