თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბოხუას სახელობის კლინიკა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, თავს კარგად გრძნობს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
“მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა, ვინც ჩართული იყო ჩემს მკურნალობაში. ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც შეეხება თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში მკურნალობა სახლში უნდა გავაგრძელო”, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
გარდა ამისა, მან სახლში დაბრუნების შემდეგ, შვილებთან შეხვედრის ემოციური კადრები “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა. “დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის”, – დაწერა მან.
კომენტარები