საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 65 პროცენტი ქვეყნის წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ეკონომიკასა და უმუშევრობას ასახელებს. გამოკითხულთა 37 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის გაზრდილი ფასები და ცხოვრების გაუარესებული პირობები.
26 პროცენტი მთავარ პრობლემად სიღარიბეს ასახელებს. 16 პროცენტის აზრით კი, ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის კორონავირუსი.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.
საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
კომენტარები