შეფ-მზარეული, ალექსანდრე ბაინდურაშვილი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამბები კიევიდან…
კიევში ისევ ლოქდაუნია. დღეიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხოლოდ სპეციალური საშვებით ხდება ასვლა ჩასვლა. ამ საშვებს საჭიროების შემთხვევაში გასცემს სამსახური,სადაც კონკრეტული ადამიანია დასაქმებული და ამ პერიოდის განმავლობაში ეს ადამიანი საჭიროა სამსახურში. ანუ ვინც სახლში გავუშვი და არ მუშაობს დროებით საშვებიც არ დავუმზადეთ.
რა მაგის პასუხია და ორი დღეა ინტერნეტში იყიდება საშვები 200 გრივნად. ასევე თუ მნიშვნელოვანი “პაესტკა” გაქვს დაგეგმილი და კოვიდ დადებითი ხარ, მაგრამ მაინც გინდა არ დააკლდე “პაესტკას” 700 გრივნად იყიდი ოფიციალური ყალბ ტესტის პასუხს, ასევე ძალიან თუ გჭირდება იყიდი ვაქცინაციის ოფიციალურ დოკუმენტს, თუმცა ჯერ ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა. პრავას რომ ვიყიდიდი და უნივერსიტეტის დიპლომს და ძმაკაცს გავუგზავნიდი საჩუქრად დაბ.დღეზე კი ვიცოდი მაგრამ მაინც მიკვირს ასე ყველაფერის ყიდვა რომ შემიძლია
“დობრი ვეჩერ…”
კომენტარები